| M | T | W | T | F | S | S |
|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 | 31 |
ვანის საკათედრო ტაძარი
წმინდა ნინოს მშობლების, ღირსი ზაბულონისა და სოსანას სახელობის საკათედრო ტაძარი

არქეოლოგიური აღმოჩენა
ვანის საგანძური ქართველი ხალხის წარსულის სიდიადეს ასახავს. აქ აღმოჩენილმა ექსპონანტებმა არაერთხელ განაცვიფრა როგორც საქართველო, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები.

მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრა ვანის მოსახლეობასთან

ვანის კულტურის ცენტრში სტუმრები მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ვანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე პაატა ლეჟავა, იმერეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე გრიგოლ მატარაძე, ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ გეგიძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით კაკაბაძე.
სტუმრებმა ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, მის წინაშე არსებული გამოწვევების, ხელისუფლების საქმიანობის, მის მიერ გატარებული რეფორმებისა და მომავალი პრიორიტეტებისა და მიზნების შესახებ, როგორიცაა:
1. ინფრასტრუქტურის ახალი პროგრამები;
2. უფრო მეტი იაფი კრედიტის გაცემა მეწარმეთა დასახმარებლად;
3. ნაბიჯები, რომლებიც აკავშირებს უცხოურ დახმარებას ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან;
4. ეკონომიკის სტიმულირების ახალ პროგრამა, რომლის მიხედვითაც მოხდება 2,2 მილიარდი ლარის სახელმწიფოს მიერ ინვესტირება ისეთ პროექტებში, რომლებიც აძლიერებენ ეკონომიკას და ქმნიან პირობებს 25000-ზე მეტი სამუშაო ადგილის შესაქმნელად.
განხილულ იქნა ვანის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები, რომლის შესახებაც სტუმრებმა ძირითადად შეხვედრაზე მოსული ადგილობრივი მცხოვრებლებისაგან მოისმინეს. მოსახლეობის შეკითხვებს ამომწურავი პასუხი გასცა ნაციონალური მოძრაობის ვანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, პაატა ლეჟავამ, რომელმაც ისაუბრა ამ პრობლემების გადაჭრის გზებსა და საშუალებებზე, ასევე გააცნო მათ ყველა ის მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები, რომელიც მუნიციპალიტეტის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას შეუწყობს ხელს. 2012 წელს დასრულდება გაზიფიცირების პროცესი, უახლოეს პერიოდში ამუშავდება წყალმომარაგების ახალი სისტემა, დაიგება ახალი საავტომობილო გზები შემდეგ მონაკვეთებზე: ამაღლება-ზეინდარი, ვანი-მთისძირი, ვანი-ზედავანი, ზეინდარი-გორა. სოფელ ზედავანში იწყება ახალი სკოლის მშენებლობა, ასევე დაიწყება ვანის არქეოლოგიური მუზეუმის რეკონსტრუქცია, რომლის ღირებულება შეადგენს 5 მილიონ ლარს და იგი დასრულდება მომდევნო წელს. ასევე უახლოეს პერიოდში დაიწყება ახალი საავადმყოფოს მშენებლობაც, რომელიც გაიხსნება მიმდინარე წლის შემოდგომაზე.
ბოლო სიახლეები
01/05/2012
კორნელი კეკელიძის იუბილე
14/04/2012
სააღდგომო საჩუქარი ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობისაგან
24/03/2012
კულტურის მინისტრის ვიზიტი ვანის მუნიციპალიტეტში
20/03/2012
მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წარმატება
22/02/2012
ვანი


