ვანის საკათედრო ტაძარი
წმინდა ნინოს მშობლების, ღირსი ზაბულონისა და სოსანას სახელობის საკათედრო ტაძარი

არქეოლოგიური აღმოჩენა
ვანის საგანძური ქართველი ხალხის წარსულის სიდიადეს ასახავს. აქ აღმოჩენილმა ექსპონანტებმა არაერთხელ განაცვიფრა როგორც საქართველო, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები.

მუნიციპალიტეტი
ვანის მუნიციპალიტეტი
ქვეყანა - საქართველო
მხარე - იმერეთი
კოორდინატები - 42°01′″N 42°37′″E
ადმინისტრაციული ცენტრი - ქ. ვანი
ტელ. კოდი +995 232
ვანის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული იმერეთის მხარეში. რაიონის ტერიტორია 1917-მდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის ქუთაისის მაზრაში, 1917-28 — ქუთაისის მაზრაში, 1929-დან ქუთაისის ოლქში, 1930 წელს გამოიყო ცალკე რაიონად.
მოსახლეობა - 35,824ადმინისტრაციული ცენტრი - ქ. ვანი მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე სულორის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირას. ზღვის დონიდან 60 მ, ჰავა — ზღვის ნოტიო სუბტროპიკული. იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 13,9 °ჩ, იანვარი 4,1 °ჩ, ივლისი 23,4 °ჩ. ნალექები 1380 მმ წელიწადში. ქალაქად გამოცხადდა 1981 წელს. მოსახლეობა 4,6 ათასი (2002 წ.). ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები (თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი).
ფართობი - 558 კვ.კმ;
ეკონომიკა - წამყვანი დარგებია სოფლის მეურნეობა (მათ შორის მევენახეობა, მეხილეობა, მებოსტნეობა, მეცხოველეობა, მეაბრეშუმეობა) და საყოფაცხოვრებო მომსახურება;
მოსაზღვრე მუნიციპალიტეტები – სამტრედია, წყალტუბო, ბაღდათი, ჩოხატაური ადიგენი.
მანძილი რეგიონის ცენტრამდე (ქუთაისი) - 41 კმ;
მანძილი უახლოეს რკინიგზის სადგურამდე - 24 კმ;
მანძილი უახლოეს აეროპორტამდე - 35 კმ;
მანძილი უახლოეს საზღვაო სადგურამდე (ფოთი) - 80 კმ;
მდებარეობა და ბუნებრივი სიმდიდრეები - მდებარეობს იმერეთის დაბლობსა და მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთებზე, რაიონის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები რიონი, სულორი, ყუმური და სხვები. მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა სამშენებლო მასალები: კირქვა, ანდეზიტი, ბაზალტი, კერამიკული თიხა, აგრეთვე მინერალური წყლები.
მთავარი ღირსშესანიშნაობა – ანტიკური ნაქალაქარი, რომელიც 2007 წლის 24 ოქტომბრიდან შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.
ნიშანდობლივია, რომ ნაქალაქარი დაკავშირებულია მსოფლიოში ცნობილ არგონავტების მითთან. ძველი ქალაქი დაარსდა ბერძნულ ცივილიზაციამდე. სახელწოდება „ვანი“ აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის განმარტებით, ძველ ქართულად ნიშნავდა „სახლს“, „სადგურს“, „დაბას“, „საცხოვრებელს“.
ვანი
